15 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
ბრიტანეთი არ არის Amazon-ის სერვისი უკრაინისთვის - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ არის Amazon-ის სერვისი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებისთვის და ოფიციალურ კიევს შეუძლია გონივრულად მოიქცეს, რათა მის მხარდამჭერებს მადლიერება დაანახოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News ავრცელებს.

"მე ვუთხარი უკრაინელებს შარშან, როდესაც კიევში სია გადმომცეს, რომ მე არ ვარ Amazon-ი," - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

"გვინდა თუ არა, ადამიანებს სურთ მადლიერების დანახვა. ხანდახან უკრაინელებს უწევთ ქვეყნების დარწმუნება, უარი თქვან [შეიარაღების] საკუთარ მარაგებზე. ეს არის კეთილშობილური ომი. ვხედავთ, რომ თქვენ ომს აწარმოებთ არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი თავისუფლებისთვისაც, მაგრამ ზოგჯერ გიწევთ დაარწმუნოთ ამერიკელი კონგრესმენები, დაარწმუნოთ ეჭვის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსები სხვა ქვეყნებში, რომ ეს ამად ღირს, რომ ისინი ამის სანაცვლოდ რაღაცას იღებენ," - განაცხადა ბენ უოლესმა.

დღის ამბები