ოპოზიციის, განსაკუთრებით კი "გირჩის" წინააღმდეგობის მიუხედავად, "თავდაცვის კოდექსი" მეორე მოსმენით დამტკიცებულია. პროცესი 6 დღე გაგრძელდა. კანონმდებლებმა საკუთარი პოზიცია სესიაზე კანონპროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
ოპოზიციისთვის კოდექსი დისკრიმინაციული და ანტისახელმწიფოებრივია; განსხვავებულად ფიქრობს მმართველი გუნდი.
"თავდაცვის კოდექსს" დეპუტატები საბოლოოდ, მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ. გუშინ, დღის ბოლოს გამართული რიგგარეშე სხდომა კი საქართველოს ჰიმნით დაიხურა.