19 მაისი 2024,   03:26
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრმა, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მაისში დაწყებული მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია. თითქმის დასრულებულია ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, მიმდინარეობს შიდა და ფასადის სამუშაოები.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, პროექტის დასრულებისთანავე, თითოეულ ოჯახს, თანამედროვე სტანდარტების, ახალგარემონტებული ბინა გადაცემა.

საცხოვრებელ კომპლექსში, ახალი ბინა 2400 ოჯახს გადაეცემა. პროექტის მიხედვით, 11 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსი აშენდება, რომლის ბიუჯეტი 243 613 670 მილიონ ლარს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის აპრილში დაიწყო ხოლო დასრულება 2025 წელსაა გათვალისწინებული.

მინისტრთან ერთად, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, სააგენტოსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.

დღის ამბები