საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი - საბა ასლამაზიშვილი წარუდგინა.
საბა ასლამაზიშვილი 2013-2017 წლებში, სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე (თეატრალური ხელოვნების პროგრამა; დრამის რეჟისურა), 2018-2021 წლებში კი - საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.