44 ევროპარლამენტარის მოწოდებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, დაისვენენონ და იმ სახელმწიფოებს მიხედონ, სადაც უამრავი გამოწვევაა:
"მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმარ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს და არ არის საფუძველი მის არსად გადაყვანის, ისევე როგორც დაადგინა გერმანიის ერთ-ერთმა კვალიფიციურმა კლინიკამ, რომ არც მოწამლულია და არც არაფერი, უბრალოდ მან უნდა იკვებოს და შეეშვას საბოტაჟს. კიდევ ერთხელ მოგმართავთ პატივცემულო ევროპარლამენტარებო - ზაფხულია, დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს სახელმწიფოებს, სადაც არის ინფლაცია მაღალი, სადაც არის ასევე უამრავი გამოწვევა. რა არის გადახდილი ერთი ის გამაგებინა, რა გადაიხადა ქალბატონმა გიულიმ ასეთი, რომ ვერ ეშვებიან," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად კლინიკა "ვივამედში" პოლონელი ექიმები ორი დღის წინ შევიდნენ. მიხეილ სააკაშვილთან და მედპერსონალთან 7 საათიანი შეხვედრის შემდეგ, უცხოელ ექიმებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. დიდი ალბათობით კონფიდენციალური დარჩება მათ მიერ მომზადებული სამედიცინო დასკვნაც.