სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შექმნილ გენეტიკური ლაბორატორიაში მინისტრი და ამერიკის ელჩი იმყოფებოდნენ.
მათ არსებული აპარატურა დაათვალიერეს და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის შესაძლებლობებს გაეცნენ. აღინიშნა ლაბორატორიის როლი განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა დიაგნოსტიკის მიმართულებით.