15 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა

32-დან 25 გაცდენილი სხდომა არასაპატიო მიზეზით - დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენაა.

პარლამენტში არასაპატიო მიზეზით არ მისვლაზე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შესაბამის დასკვნასაც მოამზადებს.

დადგენილება, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა, განსახილველად სესიაზე გაიგზავნება. 

"ვინაიდან ბატონ სერგეენკოსთან მიმართებაში იყო ასეთი შემთხვევა, რომ მას გაცდენილი ჰქონდა სესიის სხდომათა ნახევარზე მეტი, ბუნებრივია დადგა ეს საკითხი და სწორედ ამ მიზეზით, საპროცედურო კომიტეტმა მიიღო დასკვნა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს პლენარულ სხდომაზე, რომელიც შემოდგომაზე განახლდება და უკვე იქ იმსჯელებს პარლამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.

დავით სერგეენკო ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს.

დღის ამბები