"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირებულ მიმართვის პროექტს გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ან სამკურნალოდ გადაყვანას გულისხმობს.
როგორც პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო წნეხი იზრდება, ამ წნეხის სათავეში, რა თქმა უნდა, უკრაინაა.
"საერთაშორისო წნეხი იზრდება, ამ წნეხის ზრდის ავანგარდში ლოგიკურად გასაგებია, რომ არის უკრაინის სახელმწიფო, თვითონ პრეზიდენტი ზელენსკი, უკრაინის რადა და ყველა ის ინსტიტუცია უკრაინაში, რომელიც თავის მოქალაქეს და ერთ-ერთ რეფორმატორს არ დატოვებს გაჭირვებაში, მაშინ როდესაც მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ბეწვზე კიდია," - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.