15 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
ნაცვლად იმისა, რომ გადმოგვცენ ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე, ვიღებთ ასეთი სახის განცხადებებს - შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას დადგენილებაზე

მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე, უკრაინის რადას მიერ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სახელზე მომზადებულ დადგენილების პროექტს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

მისი განცახდებით, უკრაინის ხელისუფლებამ ნაცვლად მსგავსი განცხადებებისა, საქართველოს უნდა გადასცეს ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე, ამასთან, დაიწყოს გამოძიება, თუ კიდევ ვინ ეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში შემოპარვასთან დაკავშირებით.

"შერცხვენაა საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ მის ხელისუფლებაში არიან ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე - ადამიანი, რომელმაც დააორგანიზა მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში, რათა აქ აერია მდგომარეობა, უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე. ეს რაზეც მეტყველებს, გასაგებია. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გადმოგვცენ ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე, ვიღებთ ასეთი სახის განცხადებებს და ქცევებს.

მოლოდინი არის ასეთი - ერთი, რომ გადმოგვცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო კიდევ ჩართული უკრაინის ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის ორგანიზებაში. ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩართული, გასაგებია, რომ მას არ აქვს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ.

მიხეილ სააკაშვილი არის ინსტრუმენტი და სწორედ მისი გამოყენება უნდოდათ შარშან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, იმისთვის, რომ აერიათ მდგომარეობა საქართველოში და ყველა ხვდება, თუ რა იყო მიზანი მისი ჩუმად შემოპარვის საქართველოში - რომ აერია სიტუაცია, ყოფილიყო შემდეგ დაპირისპირება და შემდეგ ვისი ტანკი იდგებოდა საქართველოს ქუჩებში და ვისი ტყვია გაისროდა, ეს უკვე არავინ აღარ იცის," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები