26 მაისი 2024,   17:35
ვრცლად
რაჭა, თუშეთი, იმერეთი, ყაზბეგი, სვანეთი და გურია ფესტივალ "მთის დღეებს" მასპინძლობს

მთის მოყვარულებისთვის დაუვიწყარი თავგადასავალი დაიწყო. რაჭა, თუშეთი, იმერეთი, ყაზბეგი, სვანეთი და გურია - ფესტივალ "მთის დღეებს" მასპინძლობს.

მთის ხალხის ყოველდღიური ცხოვრება და ადათ-წესები, განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობა, უძველესი სამზარეულო და მთის საინტერესო მითები, მთელი დღის განმავლობაში კი მუსიკა, რომელიც სტუმრების განწყობაზე იზრუნებს - ასეთია ფესტივალის დღის წესრიგი.

შოვში, "მთის დღეების" ღონისძიების გახსნას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფესტივალი წელს მეორედ სწორედ მთავრობის მეთაურის ინიციატივით იმართება.

დღის ამბები