საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.
პაპუაშვილი ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
შალვა პაპუაშვილი ასევე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში გამყოფ ხაზთან, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინა.