საქართველო როგორც საჰაერო ჰაბი, 8 500-ზე მეტი ავიარეისი და 2.5 მილიონი მგზავრი - ეს იმ ადამიანთა რაოდენობაა, რომელთაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადის პროცენტული მაჩვენებელი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. მგზავრების გაზრდილ ნაკადზე საუბრობენ ტურისტული კომპანიებიც და სასტუმროების მფლობელებიც.