20 აგვისტო 2026,   23:30
ვრცლად
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, მიზანში სროლის მწვრთნელის ერთთვიანი კურსი დასრულდა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, მიზანში სროლის მწვრთნელის ერთთვიანი კურსი დასრულდა.

კურსს, ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი უძღვებოდა და მასში მონაწილეობას 60 სამხედრო მოსამსახურე იღებდა.

სწავლება ორ ეტაპად ჩატარდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. კურსის განმავლობაში, მსმენელებმა სროლის უნარ-ჩვევები განავითარეს და სწავლების მეთოდები აითვისეს.

"კრწანისის“ სასროლეთზე კურსის მონაწილეებმა სხვადასხვა სირთულის სავარჯიშოები შეასრულეს, როგორც შაშხანით, ასევე პისტოლეტით სროლაში.

დღის ამბები