16 აგვისტო 2026,   13:29
ვრცლად
თეა წულუკიანი ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს სტუმრობდა. მინისტრმა მუზეუმის ახლადრეაბილიტირებული შენობა მოინახულა, დაცულ ექსპონატებს გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, სამინისტროს კომუნიკაცია ექნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ეროვნულ მუზეუმთან და სამინისტრო აუცილებლად იმუშავებს იმაზე, რომ ოზურგეთის მუზეუმში დაცული უნიკალური ფონდი წარმოდგენილი იყოს როგორც მუდმივი, ასევე დროებითი გამოფენების სახით და ის ხელმისაწვდომი იყოს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამთვალიერებლისთვის

დღის ამბები