17 აგვისტო 2026,   05:04
ვრცლად
"სასიამოვნო ტემბრის ხმა" - 16 ივლისს, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ზურაბ ანჯაფარიძეს გაიხსენებენ

"სასიამოვნო ტემბრის ხმა" - ასე აფასებდნენ საქართველოს სახალხო არტისტს, ზურაბ ანჯაფარიძეს მუსიკის მცოდნეები, როგორც სამშობლოში ისე მის ფარგლებს გარეთ. თბილისის საპატიო მოქალაქეს, ღირსების ორდენის კავალერსა და არაერთი პრემიის ლაურეატს, მისი მეგობრები 16 ივლისს ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კონცერტით გაიხსენებენ.

მომღერლისადმი მიძღვნილ საღამოზე, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება. მუსიკოსს, რომელმაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა, კოლეგები მას ასე უწოდებენ – "დიდი ზურიკო".

ტენორი, რომელიც ცნობილი იყო მისთვის დამახასიათებელი მანერებითა და ინტონაციებით – ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტისთვის, სულხან გველესიანისთვის ზურაბ ანჯაფარიძის ხმა ყველასგან გამორჩეულია.

ხსოვნის საღამოში, რომელიც მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება ახალგაზრდა მუსიკოსებიც მონაწილეობენ. ზურაბ ანჯაფარიძე უმცროსი და გიორგი სტურუა საკონცერტო რეპერტუარიდან არიებს შეასრულებენ. კონცერტის დასრულების შემდეგ კი თეატრში ზურაბ ანჯაფარიძის ნიშა გაიხსნება, სადაც მომღერლის პირადი ნივთები გამოიფინება.

"აბესალომ და ეთერი", "დაისი", "დონ კარლოსი", "ბაში–აჩუკი", – ზურაბ ანჯაფარიძის მიერ შესრულებული ოპერების ჩამონათვალი ვრცელია. გახმოვანებული აქვს პარტიები ფილმებისთვის ,,პიკის ქალი" და "იოლანტა". თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩაც.

დღის ამბები