ნიკა გვარამია კიევში უკრაინის რადას ფრაქციის "ხალხის მსახური" ლიდერს, დავით არახამიას შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.გვარამია წერს, რომ ფოტოზე ახლად დაწყებული თანამშრომლობაა ასახული.
კიევში გამართულ შეხვედრას აფასებენ თბილისში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოს გაერთიანების პროცესში არახამიაც და გვარამიაც დადებით როლს შეასრულებენ. განსხვავებული აზრი აქვთ „ქართულ ოცნებაში“ .