15 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ვისაუბრეთ სოციალურ საკითხებზე, მარტო ჩვენ არ ვართ, ბევრნი არიან, მკვლევრები, ექსპერტები - ხატია დეკანოიძე

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები წინანდალში შეხვედრაზე იმყოფებიან. არაფორმალურ გარემოში გადაღებული საერთო ფოტო კახეთიდან, პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები“ წევრმა ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა .

როგორც Facebook პოსტიდან ირკვევა, შეხვედრის მონაწილეებს შორის ასევე არიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, ოპოზიციონერი დეპუტატები - ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, ტარიელ ნაკაიძე, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი და ასევე, მედიაპლატფორმა RealPolitika-ს მთავარი რედაქტორი ზაზა აბაშიძე. გავრცელებული ფოტოებით, შეხვედრას ესწრება ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც.

„სამუშაო შეხვედრაა სხვადასხვა სოციალურ საკითხზე. მარტო ჩვენ არ ვართ. ბევრნი არიან, მკვლევრები, ექსპერტები...“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები