15 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
რეალური პრობლემების გადატანის და სააკაშვილის ჯანმრთელობის სპეკულაციის ირგვლივ აწყობილი დღის წესრიგი უნდა დასრულდეს - ბექა ლილუაშვილი

კლინიკა "ვივამედში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები ისმის. პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი აღნიშნულ საკითხს მნიშვნელოვანი საკითხებიდან მოქალაქეების ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს.

"ნიმუშის გამოტანა სამართალდარღვევა უნდა იყოს, იურიდიულ კვალიფიკაციას მე ვერ მივცემ. [ელჩი] დაიბარეს, დაიბარეს ახლა, ეგ არის... კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც მეტად გაიშლება ეს თემა მედიაში და საზოგადოებაში გახდება სამსჯელო, ეს ყველაზე მეტად აწყობს "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას". სწორედ ამიტომ, რეალური პრობლემების დღის წესრიგიდან გატანის და სააკაშვილის ჯანმრთელობის სპეკულაციის ირგვლივ აწყობილი დღის წესრიგი უნდა დასრულდეს," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება "ლელოს" წევრის, თამაზ დათუნაშვილს, მისი აზრით, "აღნიშნული ინციდენტი არის საუკეთესო დემონსტრაცია იმისა, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთად არიან წარსული." მისივე შეფასებით, "პოლიტიკურ ჭრილში მთელი ეს მოვლენა, მასკარადია."

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, კლინიკა "ვივამედში" ვიზიტით მყოფი პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა და შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

დღის ამბები