უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. აბდულა არიპოვს ირაკლი ღარიბაშვილი დახვდა - გაიმართა ოფიციალური დახვედრის და მისალმების ცერემონიალი.
ცერემონიალის დასრულების შემდეგ, დელეგაციის წევრებმა მთავრობის ხელმძღვანელებთან ერთად გადაინაცვლეს შეხვედრებზე. დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. საუბარი შეეხება ორი ქვეყნის ურთიერთობების სამომავლო განვითარებას.