15 ნოემბერი 2024,   09:02
ვრცლად
"ფიჩმა" საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა - პოზიტიური დაადასტურა

"ფიჩმა" საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე, ხოლო პერსპექტივა - პოზიტიური დაადასტურა.

სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგისა და პოზიტიური პერსპექტივის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს სანდო და ეფექტური პოლიტიკა და სხვა "BB“ რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით უკეთესი ეკონომიკური განვითარებისა და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები, ასევე სანდო მაკროეკონომიკური პოლიტიკა წარმოადგენს.

"ფიჩი" ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტორებზე, რომელიც ხელს უწყობს პოზიტიური პერსპექტივის შენარჩუნებას, მათ შორისაა: მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკურ ზრდა, ინფლაციის შემცირება, საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და ჯანსაღი და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განგრძობადობა. 2023 წელს "ფიჩი" საქართველოში 6.9 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს.

დღის ამბები