"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის მამულად გატანის მცდელობას სხვა მიზანი ვერ ექნებოდა, გარდა გაყალბებისა.
"სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სააკაშვილთან მიმართებით არ არსებობს არც წამება, არც მოკვდინება, არც მოწამვლა. როცა დარწმუნდნენ, რომ ამ ადამიანს ვერ დაიხსნიდნენ, როგორც ჩანს, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა თქვა, სააკაშვილს მთლიანად აქედან ვერ ვიხსნით და ნაწილ-ნაწილ გამოვიყვანოთო. ნიმუში ისედაც ოფიციალურად გაჰქონდათ და შემდეგ შეეცადა, მალულად წინდებით გამოეტანა. ექიმმა ნიმუშის ამბავი აღიარა. გამოდის, რომ ეს ყველაფერი გაყალბებისთვის უნდოდა და თავისსავე კლინიკაში უნდოდა, ამ ბიოლოგიური ნიმუშის გამოკვლევა," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, კლინიკა "ვივამედში" ვიზიტით მყოფი პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა და შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.