„როდესაც შენ ქვეყანაში ასეთი ტიპის გამოწვევები არსებობს პარტნიორ ქვეყანასთან დაკავშირებით სამართლიანი განცხადებები უნდა გააკეთო“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალას” წევრი გურამ მაჭარაშვილ „ჰუმან რაითს ვოჩის“ 2023 წლის ანგარიშს.
მაჭარაშვილის შეფასებით,უსამართლოა, როდესაც კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის ადამიანებს სჯიან, ხოლო საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობას ემხრობიან.
„საერთაშორისო ორგანიზაცია პირდაპირ ამბობს, რომ არა მხოლოდ გადაცდომებია, არამედ მოიხსენიებს სისტემური რასიზმის ქვეყნად. როდესაც ასეთი ტიპის გამოწვევები არსებობს შენ ქვეყანაში, პარტნიორ ქვეყანასთან დაკავშირებით სამართლიანი განცხადებები უნდა გააკეთო. როდესაც საელჩოდან ისმის არასამართლიანი განცხადებები, თითქოს შეერთებულ შტატებში ყველაფერი არის წესრიგში, ეს არის არასამართლიანი. კაპიტოლიუმზე შტურმი უნდა დაისაჯოს, ადამიანებიც მოკლან და 20 წლიანი პატიმრობები მისცენ და რადიკალებს უნდა ჰქონდეთ საშუალება საქართველოს პარლამენტში შემოჭრან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „ჰუმან რაითს ვოჩმა“ 2023 წლის ანგარიშში შტატები დასახელებულია, როგორც სისტემური რასიზმის ქვეყანა, სადაც ეს საკითხი გამჯდარია ბევრ სახელმწიფო ინსტიტუტსა და სტრუქტურაში.