"მიხეილ სააკაშვილი და თავისი მომხრეები მცდელობას და მილიონებს არ აკლებენ, საქართველოს იმიჯი შელახონ და მოახდინონ ინსტიტუციების დისკრედიტაცია,"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს.
წიწავა დარწმუნებულია, რომ პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მოპარვით ექსპერტიზის შედეგების გაყალბებას შეეცდებოდნენ.
"ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ის ვიდეომასალა რომ არ არსებობდეს, რაც იუსტიციამ გაავრცელა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს არ გამოევლინათ პოლონელი ექიმის თაღლითობა, ძალიან მალე ჩვენ გვექნებოდა რომელიმე წამყვანი კლინიკის/ექსპერტიზ(ებ)ის დასკვნა, რომ სააკაშვილი მოწამლულია.
მიხეილ სააკაშვილი და თავისი მომხრეები მცდელობას და მილიონებს არ აკლებენ საქართველოს იმიჯი შელახონ და მოახდინონ ინსტიტუციების დისკრედიტაცია, მაგრამ მერწმუნეთ ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და არავის გამოუვა შინ და გარეთ მორყევის მცდელობაც კი,"- წერს გრეტა წიწავა facebook-ზე.