საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგას და მის დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკიდან ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირები არაფორმალურ გარემოში, სტუმრების პატივსაცემად მთაწმინდაზე გამართულ სადილზე განიხილეს.
მანამდე, მხარეები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვდნენ. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური ურთიერთობები იყო. მთავრობის ადმნისტრაცაში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონიაც. საპატიო სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დახვდა. აბდულა არიპოვის თანმხლებ დელეგაციაში შედიან უზბეკეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები.