15 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
უნდა იქნას ოფიციალური ამომწურავი და მკაფიო პოზიცია დაფიქსირებული, მათ შორის პოლონური მხარის მიერ - ალუდა ღუდუშაური "ვივამედში" მომხდარ ინციდენტზე

"ვივამედში" მომხდარი ინცინდენტი კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და ხელისუფლება მომხდარ ფაქტს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და დღის წესრიგის შეცვლას ცდილობს.

უმრავლესობაში კი თვლიან, რომ პოლონელი ექიმის მხრიდან ბიოლოგიური ნიმუშის გამოტანის მცდელობა მხოლოდ არაკეთილსინდისიერი ქმედებების ეჭვს ბადებს. "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია პოლონურმა მხარემ ოფიციალური, დეტალური ინფორმაცია გააჟღეროს თუ რა მიზანს ემსახურებოდა მათი ქვეყნიდან ჩამოსული მედიკოსის ქმედება.

"როდესაც სტრასბურგის სასამართლომ უთხრა, რომ არანაირ მის მიმართ დარღვევას ადგილი არა აქვს, როგორც ჩანს გადავიდნენ გეგმა "ბე"-ზე, სრულიად ნათელი არის, რომ ეს ქმედება თავისი შინაარსიდან გამომდინარე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ჯანსაღი მიზნისკენ მიმავალი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უნდა იქნას ოფიციალური ამომწურავი და მკაფიო პოზიცია დაფიქსირებული, მათ შორის პოლონური მხარის მიერ," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.

შეგეხსენებთ, გუშინ ინციდენტის გამო პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. 

დღის ამბები