15 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
ანდრია გვიდიანი: ბიძინა ივანიშვილი ისჯება იმიტომ, რომ არ დაექვემდებარა გარკვეული ძალების კონიუქტურებს და არ დათანხმდა საქართველოს ომში ჩართვას

"რა მოტივი ამოძრავებთ ამერიკულ და ევროპულ ფონდებს, რის გამოც ასეთი უხეში ფორმით ხდება ბიძინა ივანიშვილის გაქურდვა?! ამ კითხვაზე პასუხი ნათელია - ბიძინა ივანიშვილი ისჯება დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისგან იმიტომ, რომ არ დაექვემდებარა გარკვეული ძალების კონიუქტურებს და არ დათანხმდა საქართველოს ომში ჩართვას" - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი, რითაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის და credit suisse-ის დავის საქმე, უხეში ძარცვის კლასიკური მაგალითია. ეს ყველაფერი იმდენად დაუფარავად და თავხედურად ხდება, შვეიცარული საბანკო სექტორი ამ ლაქას დიდხანს ვერ ჩამოირეცხავს.

"დღეს გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილი უამრავი საინტერესო პასაჟით. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ის ყველა სასამართლო დავა მოუგო, დღემდე არ ხდება მისთვის ზიანის ანაზღაურება. ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის და credit suisse-ის დავის საქმე, უხეში ძარცვის კლასიკური მაგალითია. ეს ყველაფერი იმდენად დაუფარავად და თავხედურად ხდება, შვეიცარული საბანკო სექტორი ამ ლაქას დიდხანს ვერ ჩამოირეცხავს. იგნორირებულია სამართალი, იგნორირებულია ყველა თამაშის წესი, არაფერს ნიშნავს სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილება და ა.შ. ყველაზე საინტერესო, რასაც წერილიდან ვიგებთ, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის აქტივების 95% ე.წ. ჰედჯ ფონდებშია გადანაწილებული. ანუ, უშუალოდ credit suisse-ის ფინანსური პრობლემები არაფერს ნიშნავს. სინამდვილეში ივანიშვილის მიმართ დამდგარი ზარალი ამერიკულმა და ევროპულმა ფონდებმა უნდა აანაზღაურონ. ზუსტად ამიტომ ჩნდება კითხვა, რა მოტივი ამოძრავებთ ამერიკულ და ევროპულ ფონდებს, რის გამოც ასეთი უხეში ფორმით ხდება ბიძინა ივანიშვილის გაქურდვა?! ამ კითხვაზე პასუხი ნათელია - ბიძინა ივანიშვილი ისჯება დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისგან იმიტომ, რომ არ დაექვემდებარა გარკვეული ძალების კონიუქტურებს და არ დათანხმდა საქართველოს ომში ჩართვას. სხვა ლოგიკური დასაბუთება უბრალოდ არ არსებობს. ყველას კარგად გვესმის, რომ სხვა თანაბარ პირობებში პრაქტიკულად გამორიცხულია ასე დაუფარავად მომხდარიყო კოორდინირებული შტურმი ივანიშვილის წინააღმდეგ," - წერს ანდრია გვიდიანი.

დღის ამბები