"ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს სხდომას მართავს.
როგორც ითქვა, სხდომაზე უნდა იმსჯელონ ახალგაზრდა წევრების ჩართულობის გაზრდასა და ყველა მიმდინარე თემაზე.
კითხვაზე, ხომ არ განიხილება ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას და მისი მომხრეების პარტიიდან გარიცხვა, პოლიტსაბჭოში დღეს ითქვა, რომ პარტიიდან არავის გარიცხვაზე მსჯელობა არ იქნება.
კიდევ ერთი აქტუალური საკითხი ოპოზიციის სავარაუდო ერთობა და ის არის, თუ ვისთან გამართავს "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს:
"არ იქნება მსჯელობა არავის გარიცხვასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იქნება ბევრი მსჯელობა, თუ რა აქტივობებს დავგეგმავთ იმისათვის, რომ როგორც მიხეილ სააკაშვილის ჩართულობის პროცესი იყო განსაზღვრული. "ნაციონალური მოძრაობა" ითანამშრომლებს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ევროპული მომავალი. გაერთიანებებზე საუბარი ჯერ ზედმეტია," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი.