15 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
გაყალბების ინტერესის გარდა, შეუძლებელია, ადამიანმა მოიპაროს ის, რაც უკვე კანონისა და წესის დაცვით აქვს - მამუკა მდინარაძე პოლონელ ექიმებზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, "ვივამედში" მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლონელი ექიმების საქციელის ერთადერთი მიზანი, შეიძლება ექსპერტიზის ყალბი დასკვნა ყოფილიყო.

მისი თქმით, გაყალბების ინტერესის გარდა, შეუძლებელია ადამიანმა მოიპაროს ის, რაც წესების დაცვით უკვე აქვს.

"რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნებოდა ყალბი დასკვნა ყალბი, მოპარული ნიმუშით და მთელს მსოფლიოს შესაღდებოდა ყალბი რეალობა, თითქოს სააკაშვილი მოწამლულია. კონკრეტული ადამიანის ჩართულობა მილიარდპროცენტიანია, თუმცა ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი იყო ამაში ჩართული, ან იყო თუ არა ვინმე ჩართული, ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. თავად ექიმი იყო შემოქმედი და დამწყები მომზადებისა, თუ როგორ უნდა გაყალბებულიყო დასკვნა - ეს უდავოა. გაყალბების ინტერესის გარდა, შეუძლებელია ადამიანმა მოიპაროს ის, რაც უკვე კანონისა და წესის დაცვით აქვს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები