22 აგვისტო 2026,   13:08
ვრცლად
ფოთის მერი: ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა ფოთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ფოთის მერიის ცნობით, ფოთს ქუჩის მრავალფუნქციური მექანიკური დამგველი და დასუფთავებისთვის საჭირო ახალი სპეციალიზებული ტექნიკა გადაეცა, რაც მათი თქმით, მყარი ნარჩენების მართვის პროცესის ეფექტურობისათვის მნიშვნელოვანია.

"საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობით განახლებული ავტოპარკით, ფოთში დასუფთავების სამუშაოები უფრო ეფექტურად სრულდება. ასევე, მოსახლეობის საჭიროებებზე უფრო სწრაფი რეაგირება გახდა შესაძლებელი. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, რომლებიც ქალაქის სისუფთავესა და კეთილმოწყობაზე ყოველდღიურად ზრუნავენ," -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

მერიის ცნობით, პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

დღის ამბები