"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მარტივი მისახვედრია, თუ რატომ შეიძლებოდა პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის ჩუმად გატანა მონდომებოდათ. მისივე განმარტებით, ოფიციალურად აღებული ნიმუში არასანდოა.
"თუ ეს რაიმე დანაშაული იყო და თავად ჰყვებიან, რომ დანაშაული არ იყო, მაგრამ თუ იყო, ტელევიზორში რას გველაპარაკებიან, მაშინ შესაბამისი რეაგირება ჰქონოდათ. რატომ გვეჭორავებიან?!
მეორე - ეს კონკრეტული ფაქტიც, რომ ამბობენ, რომ გამოტანა ასეც შეეძლოთ, ისეც შეეძლოთ - ეს ნიმუშები რომ იფუთება და მერე მივიდოდა იმ ექიმებამდე, კარგად ვიცით. ამ შეფუთვის დროს რომ არავინ არ ენდობა რუსულ პარტიას, ესეც კარგად ვიცით. ამიტომ, ახლა გონება დაძაბოს ყველამ და მიხვდეს, რატომ შეიძლება ბიოლოგიური ნიმუშის გატანა მოუნდეს ვინმეს სადმე, ისე, რომ ნამდვილი ბიოლოგიური ნიმუში გაიტანოს," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ავტორი: ანა ბუავა