15 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
სიტყვა-მეორე ფრონტი, მათგან მომდინარეობს, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა პრესკონფერენციაზე, რომ მათი ინტერესი იყო საქართველოსა და მოლდოვაში მეორე ფრონტის გახსნა - პრემიერი

"ამ ტრაგედიის შემდეგ, დრო გაქვს და ერთ-ერთ ლუზერ სიმულანტზე აკეთებ კომენტარებს და გინდა, რომ ამით ექსცესები შექმნა, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ისმის და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენ აზრს, რომელიც ისედაც გვქონდა" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პირველი პირების მხრიდან მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული კომენტარების საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინელებს ომის ტრაგედიის ფონზე დრო არ უნდა რჩებოდეთ, რომ "ერთ-ერთ ლუზერ სიმულანტზე", აკეთონ კომენტარები. ამის შესახებ პრემიერმა

პრემიერი თქმითვე, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თავად აღიარა, რომ საქართველოსა და მოლდოვაში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ომის პარტია არ არის.

"ომის დაწყების შემდეგ ყველა ის კოორდინირებული შეთანხმებული მოქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს ჩვენს წინააღმდეგ ოპოზიციის ჩართულობითა და მათთან ერთად, როდესაც ყველაფერი წყალში ჩაეყარათ და არაფერი არ გამოუვიდათ, ღიად თქვეს, რომ მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, სიტყვა - მეორე ფრონტი, მათგან მომდინარეობს, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა პრესკონფერენციაზე, რომ მათი ინტერესი იყო საქართველოსა და მოლდოვაში მეორე ფრონტის გახსნა.

ზელენსკის მრჩევლები და მისი ოფისის წარმომადგენლები ღიად ამბობდნენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება, ანუ ჩვენი მთავრობა არ არის ომის მთავრობა და სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, იგი ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების სიტყვები. ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს და ამ ქვეყნის პატრიოტია და არა უცხო ქვეყნის მსახური, როგორ შეიძლება კითხვა გაუჩნდეს ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ხდება.

უკრაინის მთელი ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებულია, ტრილიონ დოლარზე მეტია ზარალი, რომელიც უკრაინას მიადგა, ათი ათასობით ადამიანი არის დაღუპული და ოცი მილიონი უკრაინის მოქალაქე იმყოფება მიგრაციაში, ამ ტრაგედიის შემდეგ, როცა დრო გაქვს და ერთ-ერთ ლუზერ სიმულანტზე აკეთებ კომენტარებს და გინდა, რომ ამით ექსცესები შექმნა, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ისმის და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენ აზრს, რომელიც ისედაც გვქონდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები