"ვივამედის" კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ნიმუში, რომელიც პოლონელ ექიმს ჩხრეკის დროს აღმოუჩინეს, მათ გარეშე, არალეგალურად იყო აღებული.
როგორც ჩხეიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ნიმუშები წესების გარეშე იყო აღებული და შენახული, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკიდან ასეთი ფორმით გატანილ ნიმუშებს ვალიდურობა არ ექნებოდა.
"ნიმუშები ავიღეთ ერთად და ერთად გადავეცით ხელიდან ხელში მხოლოდ მათ. ნიმუში ოთახიდან არ გასულა, პირდაპირ აღებული ნიმუში, ერთი ეგზემპლარი გადმომცეს მე, მეორე ეგზემპლარი გადასცეს პოლონურ მხარეს, სულ ეს იყო. რაც შეეხება ინციდენტს, ჩემთვის სრულიად გაუგებარი და სამწუხარო ინციდენტია. მინდა ვთქვა, რომ ცემი დიდი პატივისცემისა ამ ექიმების მიმართ, ისინი ნამდვილად აღიარებული სპეციალისტებია არიან თავიანთი დარგის, როგორც ერთი, ასევე მეორე. მე არ ვარ იურისტი, მაგრამ ეს სამედიცინო ეთიკის დარღვევაა. მან არ თქვა რატომ სჭირდებოდა ეს, მაგრამ თქვა, რომ მას აქვს ჩვევა, რომ რაიმე ნივთი როდესაც აქვს, არასდროს არ იდებს ჯიბეში და ამას ყოველთვის ათავსებს ფეხსაცმელში. ეს იყო ჩვენს გარეშე აღებული, როდესაც ბატონი არტურ ზაჩინსი შევიდა დასამშვიდობებლად პაციენტთან, მხოლოდ ის იყო პაციენტთან, მე ვერ გეტყვით როდის მოხდა ამ ნიმუშის აღება, შიდა კამერები ალბათ აჩვენებდნენ და ზუსტად იტყვიან. ეს იყო არალეგალურად, ჩვენს გარეშე აღებული ნიმუში, რაც ჩხრეკის დროს აღმოუჩინეს. აღებისა და შენახვის წესიდან გამომდინარე, ეს არანაირად არ ექვემდებარება ნიმუშის აღების წესებს და ვალიდურიც არ იქნებოდა ამ გზით გატანილი რაღაც ნიმუში", - განაცხადა ჩხაიძემ.