15 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
რუსეთი ბომბავს და ანადგურებს ოდესის მთელ საპორტო ინფრასტრუქტურას, ისინი არა მხოლოდ მარცვლეულის შეთანხმებიდან გადიან, არამედ მარცვლეულს წვავენ - ჯოზეფ ბორელი

პოლიტიკური სეზონის დახურვის ბოლო შეხვედრა ბრიუსელში. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელები, მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას განიხილავენ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, მათ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიაწვდის.

დღის წესრიგშია თურქეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებები, რომელიც აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ერდოღანმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას თანხმობა მისცა.

როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა, რუსეთი არა მარტო მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა, არამედ მარცვლეულს მიზანმიმართულად წვავენ.

"უკვე მესამე ღამეა, რუსეთი ბომბავს და ანადგურებს ოდესის მთელ საპორტო ინფრასტრუქტურას და მარცვლეულის საწყობს, დამწვარია 60 000 ტონაზე მეტი მარცვლეული. ისინი არა მხოლოდ მარცვლეულის შეთანხმებიდან გადიან, არამედ მარცვლეულს წვავენ. უკვე მესამე ღამეა, რაც მასიური საჰაერო თავდასხმებს ოდესის პორტსა და ინფრასტრუქტურაზე მოჰყვება არა მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი, არამედ ეს იწვევს მარცვლეულის საწყობის განადგურებას. მოვუსმენთ კულებას, განვიხილავთ, თუ როგორ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში. მე წარმოვადგინე გეგმა, რათა უკრაინისთვის უახლოეს წლებში ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველვყოთ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვან თანხას შეადგენს. იმედი მაქვს, მინისტრები მხარს დაუჭერენ. მე შევხვდი თურქეთის საგარეოს საქმეთა მინისტრს .მათ მოლაპარაკების წამოწყება სურთ. მათ სურთ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგში ევროკავშირი მეტად იყოს წარმოდგენილი. უკრაინის კანდიდატობამ ევროკავშირში წარმოქმნა ახალი დინამიკა ჩვენს სამეზობლოში", - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ.

 

 

დღის ამბები