15 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
ეს 100 წლის წინანდელი ამბავია... - გიული ალასანია FARA-ს დოკუმენტებზე

მიხეილ სააკაშვილის ლობისტების შესახებ, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე მორიგი დოკუმენტის ატვირთასთან დაკავშირებით, გიული ალასანიას დეტალებზე საუბარი არ სურს. ამჯერად საუბარია ექსპრეზიდენტის შესახებ დასავლურ მედიაში სტატიების მომზადებასა და დაკვეთაზე.

ყოფილი პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ დოკუმენტები, რომელიც ბოლო დღეებია მედიაში ვრცელდება, ახალი არ არის.  

"აღარ ვპასუხობთ, ეს 100 წლის წინანდელი ამბავია... ეს არის ძველი, ყველა ადამიანი, რომელიც არის დაქირავებული, ამერიკელებს ვგულისხმობ, ისინი არიან ვალდებული, რომ წარადგინონ ანგარიში. არის ასეთი ორგანიზაცია - სახელმწიფო დეპარტამენტი, სადაც ჩამონათვალია, რას აპირებენ, რა გააკეთეს კი არა, რას აპირებენ, მერე რამდენად განახორციელებენ, ეს უკვე სხვა საკითხია, და რაში იღებენ ფულს. ეს განცხადება იყო, მეტი არაფერი," - აცხადებს გიული ალასანია. 

დღის ამბები