15 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
"ფარა" არის ძალიან კარგი რამ, იმიტომ, რომ ასეთი ფაქტები და გარემოებები არ დარჩეს საზოგადოებისთვის დამალული" - მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სააკაშვილის ლობისტების შესახებ, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე მორიგი დოკუმენტის ატვირთვასთან დაკავშირებით, გამოხმაურებები გრძელდება. ამჯერად საუბარია ექსპრეზიდენტის შესახებ დასავლურ მედიაში სტატიების მომზადებასა და დაკვეთაზე.   

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ "ფარა", არის კარგი რამ, რადგან ასეთი ფაქტები და გარემოებები არ დარჩეს საზოგადოებისთვის დამალული.

"ის ინსტრუმენტი, რაც არის "ფარა", არის ძალიან კარგი რამ, მათ შორის იმიტომ, რომ ასეთი ფაქტები და გარემოებები არ დარჩეს საზოგადოებისთვის დამალული. ჩემთვის გასაგები ხდება ის სრულიად არანორმალური აგრესია, რომელიც მივიღეთ მაშინ როდესაც საქართველოში მსგავსი მექანიზმის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. მეორე, ადასტურებს იმას, რომ თუკი საზოგადოებაში ამ დრომდე იმ აზრის ტირაჟირება ხდებოდა, რომ თითქოს და სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით, მისი საპატიმრო უფლებების დარღვევით იყვნენ ადამიანები შეშფოთებულები და აქ სახელდებოდა მაღალი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსები, გამოცემები, ევროპარლამენტის რეზოლუცია და ამას ყიდდნენ როგორც ჭეშმარიტებას, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ ირღვეოდა სააკაშვილის საპატიმრო უფლებიდან, ასეთ დროს, რა ყოფილა ნამდვილი მიზეზი. ის, რაც ხდება პუბლიკაციების სახით, არის მხოლოდ და მხოლოდ ლობისტური საქმიანობის პროდუქტი. პოლიტიკოსების გარკვეულ ჯგუფს საქართველოში თუ საზღვარ გარეთ, უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ რომ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდეს მეტი პოლიტიკური გავლენა საქართველოში, ვიდრე საქართველოს ინტერესი ამას შეიძლება იტევდეს," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები