15 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
არახამიას სიტყვები ადასტურებს ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ 2022 წელს უკრაინა იყო ერთ-ერთი, ვინც საბოტაჟს უწევდა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას - ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმით, "თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი "ქართული ოცნების“ მთავრობაა“.

ანალიტიკოსის შეფასებით, დავით არახამია თავისი განცხადებით ადასტურებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ 2022 წელს უკრაინა იყო ერთ-ერთი, ვინც საბოტაჟს უწევდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას.

"დავით არახამია-ბრაუნის სიტყვები, რომ თითქოს რუსული გავლენის ქვეშ მყოფი "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, საქართველოს ევროინტეგრაცია არ უწერია, ადასტურებს ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ 2022 წელს უკრაინა იყო ერთ-ერთი ვინც საბოტაჟს უწევდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას“, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

 

დღის ამბები