15 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხს განსაკუთრებულად კრიტიკულად აფასებენ, პოლიტიკურად მოტივირებულები არიან - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხს განსაკუთრებულად კრიტიკულად აფასებენ, პოლიტიკურად მოტივირებულები არიან.

სარჯველაძის თქმით, ევროკავშირის წინასწარი შეფასებები დადებითია და აღნიშნულია, რომ 12 რეკომენდაციიდან 10 შესრულებულია.

"წინასწარი შეფასებებიც გაკეთდა ევროკავშირის მხრიდან, რომლის მიხედვითაც ითქვა, რომ 10 რეკომენდაციაა, რომლის მიმართულებითაც გაქვთ შესრულება. როდესაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც თითქოსდა გაცხადებული სურვილი აქვთ, რომ საქართველომ ნაბიჯები წინ გადადგას ევროპული მიმართულებით, ის ხალხი როდესაც გამოდის და 12 მიმართულებით რადიკალურად განსხვავებულ შეხედულებებს აჟღერებს, გადაჭარბებულად კრიტიკულად აფასებენ ამას, რა ინტერესი უნდა ამოძრავებდნენ - მე არ მგონია, რომ ჭეშმარიტების სიყვარული და ერთგულება ალაპარაკებდეთ. ის ავტორები ვინც ასეთ შეფასებებს აკეთებენ, უფრო მეტად პოლიტიკურად მოტივირებულები შეიძლება იყვნენ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები