საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა დეპარტამენტს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტერიტორიების, მუზეუმ-ნაკრძალების დაცვისა და მუზეუმების მენეჯმენტის მიმართულებით.