ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურ მდივანს მიშელ ვიონსა და საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოებს, ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბაკურიანში წარმატებით ჩატარებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა დაამტკიცა, რომ საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებს.
შეხვედრის ფარგლებში, შპს „ემ თი ეის“, საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.