16 აგვისტო 2026,   22:50
ვრცლად
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა 171-ე სეზონის დასკვნითი ღონისძიება გამართა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა 171-ე სეზონის დასკვნითი ღონისძიება გამართა. აუდიტორიას ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი" წარუდგინეს.

დამდგმელი რეჟისორი გიზო ჟორდანიაა. დადგმაში ოპერის თეატრის სოლისტები, საბალეტო დასი და ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" მონაწილეობდნენ.

სპექტაკლის დასასრულს ხელოვანების დაჯილდოება გაიმართა. მათ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია გადაეცათ.

დღის ამბები