"ნაციონალური მოძრაობისა" და სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანების შემდეგ, პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. რა სტრატეგია ექნება ვაშაძე/ხაბეიშვილის ერთობას, ჯერ უცნობია. პარტიაში ამბობენ, რომ კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან უკვე მიმდინარეობს და ყველა პროდასავლურ პარტიას მათ ერთობაში ელოდებიან.
როგორც ”სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, როგორ მოხდება პასუხისმგებლობების გადანაწილება, ამას საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობენ.
"როგორ მოხდება პასუხისმგებლობების გადანაწილება, სტრატეგიის შემუშავება, პროგრამის შემუშავება, ამას თანმიმდევრულად შემოდგომიდან მოყოლებული ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას. მიხეილ სააკაშვილთან გვქონდა კომუნიკაცია, გიორგი ვაშაძეს ჰქონდა წერილობითი კომუნიკაცია და შესაბამისად, მსგავსი ტიპის კომუნიკაცია იქნება, როცა საჭირო იქნება," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.