დადებითი შეფასება საქართველოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიისგან. ბოლო დროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვისა და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით, ვირტუალურ ფორმატში საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართა.
საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს - ასეთია მისიის ხელმძღვანელის შეფასება. მისი განცხადებით, კი ეკონომიკის ზრდას ხელს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა და ფინანსური შემოდინებები უწყობს.
დადებითად შეფასდა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები. მისია მიესალმება ხელისუფლების პირობას, შეინარჩუნოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია.
"ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ეს არის პოზიტიური ძვრა და აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდა,"- აცხადბეს სარჯველაძე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი თითოეულ ოჯახს შეეტყობა.
"ქართული ოცნების" სწორი პოლიტიკის დამსახურებით ეკონომიკური განვითარების შესაბამის საფეხურზე ვართ. ეს დასტურდება სავალუტო ფონდის მიერაც. ჩვენ ვაპირებთ მივაღწიოთ მაღალ შედეგებს, რომელიც ევროპულ გზაზე დაგვეხმარება. ეს მიღწევები თითოეული ოჯახის კეთილდღეობას შეეტყობა,"- აცხადებს მათიკაშვილი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა შეიძლება გახდეს მსოფლიოში.
"საქართველოს მაღალეკონომიკურ ზრდას მაღალ შეფასებას აძლევს სავალუტო ფონდი. ეკონომიკა მიდის სწორი მიმართულებით და დადებითი მოლოდინები გვაქვს. საერთაშორისო ინსტიტუტები საქართველოს ხედავენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყანას მსოფლიოში,"- აცხადებს დუნდუა.