ხორვატიაში, საქართველოს საელჩო გაიხსნა. დედაქალაქ ზაგრებში, ღონისძიებას ქვეყნების პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ. ცერემონიაში ხორვატიის და საქართველოს პირველი დიპლომატებიც მონაწილეობდნენ.
აქამადე ხორვატიაში დიპლომატიური მისია არ ფუნქციონირებდა. ახალი საელჩოს გახსნის ღონისძიებაზე, აღინიშნა, რომ მისიის გახსნით ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდება და კავშირები კიდევ უფრო გამყარდება.
"უპირველეს ყოვლისა, ვარ ბედნიერი ვიყო ხორვატიაში, ზაგრებში. ჩვენ აღვნიშნავთ 30 წლის იუბილეს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის. ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს საელჩოს გახსნას. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ელჩს აქვს არაჩვეულებრივი გემოვნება, მან შესანიშნავი მდებარეობა შეარჩია. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი თქვენს ლამაზ ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრო დიდი მადლობა თქვენი თბილი დახვედრისთვის და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი.
პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩ კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი მეგობრობისთვის და მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო მადლიერება ჩემი მთავრობისა და ხალხის სახელით, ბოლოს კი მინდა ვთქვა, რომ მას შემდეგ რაც ხორვატიაში, ზაგრებში საელჩოს გახსნა გადავწყვიტეთ, ამან კიდე ერთხელ დაადასტურა ჩვენი ერთგულება პარტნიორობისა და მეგობრობისადმი. ჩვენ ჩვენი ურთიერთობა ახალ საფეხურზე ავიყვანეთ," - განაცხადა პრემიერმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხორვატიაში, ზაალ გოგსაძემაც.
"ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა თავისთავად არის უმაღლესი დონის ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში. ეს ვიზიტი ასევე მეტყველებს ძალიან მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე ჩვენს ხალხსა და მთავრობებს შორის. ჩვენ ამაყი ვართ და ჩვენთვის პატივია რომ ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნით გამოწვეულ სიხარულს იზიარებს ხორვატიის და საქართველოს პრემიერ მინისტრი, მოხარული ვართ რომ ამ ღონისძიებას ჩვენი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც რომ ესწრებიან," - აღნიშნა ზაალ გოგსაძემ.