პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ 3 რეკომენდაცია შეასრულა, უკრაინამ მხოლოდ 2 შეასრულა და მოლდოვამ 3, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკომენდაციების შესრულების კუთხით, სამივე ქვეყანას მსგავსი ტემპი აქვს.
მისი თქმით, რეკომენდაციების შესრულების გარდა, მნიშვნელოვანია ის პროგრესი რომელიც საქართველომ აჩვენა.
"საქართველომ 3 რეკომენდაცია შეასრულა, უკრაინამ მხოლოდ 2 შეასრულა და მოლდოვამ 3. ამ მხრივ, სამივე ქვეყანას მსგავსი ტემპი აქვს, აქ მთავარია ის პროგრესი, რომელიც საქართველომ აჩვენა. საკანონმდებლო მხრივ ბევრი დარჩენილი არ არის. არის სასამართლოს საკითხი, სადაც ბოლოს მიღებული ცვლილებები, შუალედურ ანგარიშში არ იყო გათვალისწინებული და გარდა ამისა, ეს ბოლო ცვლილებები გახლავთ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ანალიზისთვის. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, როგორც ეს ევროკომისიამ გვთხოვა, შევაჩერეთ და სისტემურ მიდგომასთან დაკავშირებით გვაქვს კომუნიკაცია ბრიუსელთან, რას ფიქრობენ ისინი და რა მოლოდინები აქვთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.