15 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა, რჩება კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამი რეკომენდაცია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა, რჩება კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამი რეკომენდაცია, ერთი ეხება უფრო ფართო სასამართლო რეფორმას, რაზეც ვითხოვთ კონკრეტიკას".

მისი განმარტებით, ფართო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, რაც დამატებითი კონკრეტიკა იქნება წარმოდგენილი.

"ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა, რჩება კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამი რეკომენდაცია, ერთი ეხება უფრო ფართო სასამართლო რეფორმას, რაზეც ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, არ ვიცით, რა იგულისხმება და ჯერჯერობით არ უთქვამთ არც ევროკავშირიდან, რას გულისხმობენ უფრო ფართო სასამართლო რეფორმაში. სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით, რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, თავიდან მოხდა უკრაინული კანონის კოპირება, მერე ამაზე გვითხრეს, იქნებ არ მიიღოთო და ა.შ. გაგრძელდება დისკუსია, ჩვენთვის მთავარია, რომ არ დარჩეს ღია ჭრილობად. როცა გეუბნებიან, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, უნდა დაგვიკონკრეტონ კიდეც ვინ არიან ოლიგარქები, და რა ზომები უნდა იყოს მიღებული. ჩვენ გვაინტერესებს ევროკავშირი რას ფიქრობს, რასა არ არის ევროკავშირი, რასა არის ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტარი. აქედან გამომდინარე, ვიდრე არ გვექნება ევროკავშირიდან კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ კანონმდებლობის კუთხით. ამიტომ, აქაც გვჭირდება კონკრეტიკა, იმიტომ ვერ გავაკეთეთ ივნისის ბოლომდე ეს, რომ კონკრეტიკა არ გვქონდა. მესამე – "მანივალის" რეკომენდაციები, ეს ნაკლებად პოლიტიზებული საკითხია, აქაც გვჭირდება კონკრეტიკა და ესეც გაკეთდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დეტალური ანალიზიდან, ანგარიშიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა ჩვენი მხრიდან", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები