15 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ ვიხილავთ რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრს" - ხათუნა სამნიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ, არ არის გამორიცხული, რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. ამასთან, ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ გიორგი ვაშაძემ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანების შემდეგ ჯგუფი უნდა დატოვოს.

"გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება, რომ გახდეს ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის", ლოგიკურ გაგრძელებას ითხოვს, რაც ნიშნავს ჯგუფის დატოვებას. რადგან ჯგუფში უმრავლესობას გვაქვს განსხვავებული პოზიცია და არ ვაპირებთ ამ ცენტრის ნაწილად ყოფნას. თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ და ვაპირებთ კიდევ თანამშრომლობას. გაერთიანებები კიდევ მოხდება, ჯერ პროცესია და დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ ვიხილავთ რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრს," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის კარი, რომლის შექმნასაც "ლელო" აანონსებს, ყველასთვის ღიაა. 

"2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოება ელოდება და ითხოვს რეალურ, ძლიერ ალტერნატივას, როგორც მოქმედი, ასევე წარსული ხელისუფლებისგან. განსხვავებულს, ძლიერს, ახალს, რომელსაც შეუძლია მართოს ქვეყანა. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზება საზოგადოებისთვის იქნება სწორედ რეალური ალტერნატივა და ეს შეთავაზება არის ღია," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები