15 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
ხედავს თუ არა საკუთარ თავს "გამარჯვების პლატფორმაში" გიორგი მარგველაშვილი - ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის პარტიასთან თანამშრომლობას არც ადასტურებს და არც უარყოფს

ლიდერების ძიებაში, ლევან ხაბეიშვილი გიორგი ვაშაძის შემდეგ გიორგი მარგველაშვილამდე მივიდა."ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიაში კიდევ ერთ ყოფილ პრეზიდენტს ეპატიჟება. ამბობს, რომ მასთან კონსულტაცია არ ჰქონია, თუმცა კომუნიკაცია აქვს.

მარგველაშვილისგან რჩევებს იღებს გიორგი ვაშაძეც, თუმცა "სტრატეგია აღმაშენებელში" ფიქრობენ, რომ გამარჯვების პლატფორმის გაფართოება მათი საზრუნავი აღარ არის.

თავად მარგველაშვილი სააკაშვილის პარტიასთან თანამშრომლობას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

ყოფილი პრეზიდენტების კოლაბორაცია, "ქართული ოცნებისთვის" ნაციონალურ მოძრაობაში" ლიდერთა დეფიციტის შევსების მორიგი მცდელობაა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ "ფარას" დოკუმენტებთან კავშირის შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება მარგველაშვილის რეპუტაციას კიდევ უფრო დააზიანებს. ამავდროულად, დაადასტურებს, რომ ის ამ პარტიისგან შორს არც არასდროს ყოფილა.

"ნაციონალური მოძრაობისგან" თავიდანვე დისტანცირებულებს მარგველაშვილი-ხაბეიშვილის ერთობის არ უკვირთ.

მმართველი პარტიის შეფასებით, მარგველაშვილის ინტერესები "ნაციონალური მოძრაობისს" მიზნებისგან არ განსხვავდება. "ქართული ოცნების" ლიდერებს მიაჩნიათ, რომ მოცემულობა, რომელიც უკვე არსებობს, 2024 წელს ამომრჩეველს გადაწყვეტილების მიღებას უფრო გაუმარტივებს.

დამოუკიდებელი მოთამაშეები, გამარჯვების პლატფორმა და დაანონსებული ალტერნატიული ცენტრი - საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური გადალაგება ჯერ დასრულებული არ არის. 2024 წლის არჩევნებამდე წელიწადზე მეტი დრო რჩება.

დღის ამბები