ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოედანი და მისი ცენტრალური სივრცე - წრე, უკვე წლებია ცარიელია. მოვიდა დრო ვიმსჯელოთ და ერთად გადავწყვიტოთ თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ადგილას - ამის შესახებ ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, სოციალურ ქსელში წერს და ადგილის ფოტოს აქვეყნებს:
"ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოედანი და მისი ცენტრალური სივრცე - წრე, უკვე წლებია ცარიელია. მოვიდა დრო ვიმსჯელოთ და #ერთად გადავწყვიტოთ თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ადგილას. რას იტყვით ჩემო ძვირფასო ოზურგეთელებო, გურულებო? ჩვენი კუთხის ისტორიამ და ჩვენმა წინაპრებმა არ დაიმსახურეს აქ რამე გამორჩეული დაიდგას მათი გმირული თავგადასავლების აღსანიშნავად - ისეთი, რომ აქაურებს სიამაყით აგვავსებს და ოზურგეთში ჩამოსულ სტუმარსაც გურულების ამბავს მოუყვება?! ასეთი სივრცის გამოუყენებლობა არ შეიძლება,"- წერს ავთანდილ თალაკვაძე.