როგორ სრულდება ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საჭირო 12 პუნქტი და რა ეტაპზე ამჟამად საქართველო - ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდისთვის რეკომენდაციების შესრულება პრიორიტეტი არ არის, თუმცა საბოლოოდ მათ მაინც მოუწევთ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმა.
"ქართული ოცნება" კი 12 პუნქტიდან უმეტესობას შესრულებულად აცხადებს და კონკრეტული საკითხების ბოლომდე მისაყვანად ევროკომისიიდან მეტ კონკრეტიკას ითხოვს.
თემა აქტუალური იყო გუშინ მთელი დღის განმავლობაში კონფერენციაზე, რომელიც გვიან დასრულდა. საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით გამართულ დისკუსიაში პოლიტიკოსები, დიპლომატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.