საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ინტერესთა გამოხატვა დაიწყო. პროექტში მონაწილეობისთვის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო საერთაშორისო და ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანიებისგან შემდგარ კონსორციუმს იწვევს.
გამარჯვებული, აზიის განვითარების ბანკის საერთაშორისო შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით, ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდით გამოვლინდება. დაინტერესებულ კომპანიებს განაცხადის გაკეთებას 9 აგვისტომდე შეუძლიათ.